ტუნისელი ონს ჟაბური, თავის კარიერაში ყველაზე გამორჩეულ შეხვედრას მადრიდში გამართავს - ის პირველად ითამაშებს WTA 1000-ის სერიის ტურნირის, მადრიდის ღია პირველობის ფინალში. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნახევარფინალურ შეხვედრაში, რუსი ეკატერინა ალექსანდროვა 6-2, 6-3 დაამარცხა.
ფინალის გზაზე, ჟაბურმა შვეიცარიელი ოლიმპიური ჩემპიონი ბელინდა ბენჩიჩი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა. რაც შეეხება ალექსანდროვას, ტუნისელისთვის ის უხერხული მეტოქეა - ამ ორი ჩოგბურთელის წინა შვიდ შეხვედრაში, მას მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა.
„ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. ვინც არ იცით, ვეტყვი, რომ მასთან შეხვედრებში 1-6-ზე მქონდა. ამიტომ, ეს მენტალურად რთული შეხვედრა იყო. და ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება მოვიპოვე. კარგად ვითამაშე. მზად ვიყავი იმისთვის, რომ ხელსაყრელი მომენტები გამომეყენებინა. და იმედი მაქვს, რომ ფინალშიც ამ დონეზე ვითამაშებ“, - განაცხადა ჟაბურმა, ვინც პირველი არაბი ჩოგბურთელია, რომელმაც რეიტინგის ათეულში შეაღწია.
ჟაბურს ფინალში ამერიკელი ჯესიკა პეგულა დაუპირისპირდება, ვინც შვეიცარიელი ცაცია ჯილ ტაიხმანი 6-3, 6-4 დაამარცხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გადაასხით ერთმანეთს : ))
ეგრეა ფლორენტინოჯან ეგრე...
მაგარი რეალი იყო მართლაც ამ საუკუნის дასაწყისში. სამი სეზონის მანძილზე პლანეტის სამი საუკეთესო ფეხბურთელი შეიძინეს - ფიგუ, ზიдანი, რონალдო.
ეს იყო ინдივიдუალისტების ზეიმი, სუპერშემსრულებლების შოუ. ამ გუნдის ტაქტიკაც дა სტრატეგიაც იყო ლამაზი, ესთეტიური ფეხბურთი. ბუნებრივია შეдეგიც იყო - 4 წლის მანძილზე ან ჩემპიონთა ლიგა, ან ლა ლიგა.
აი მერე дა მერე კი ე.წ. გალაქტიკოს პროექტის შემдეგი ფაზა, ბექჰემის дა ოუენის მოყვანა дა ამдენი შემტევის ერთიანაд ძირითაдში дაყენება უკვე მართლაც ზეдმეტი იყო.