ფეხბურთი

2:00 | 6.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" და "ლესტერის" ფანების ოვაციებზე კლაუდიო რანიერი ატირდა

კონფერენს ლიგის ნახევარფინალში „რომასა“ და „ლესტერის“ შეხვედრას კლაუდიო რანიერი დაესწრო, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში სტადიონის ეკრანზე გამოჩნდა, რასაც როგორც იტალიური, ისე ინგლისური კლუბი ფანებისგან ოვაციები და ტაში მოჰყვა.

ცნობილია, რომ რანიერი „რომას“ გულშემატკივარია და „ჯალოროსის“ 2009-2011 და 2018-2019 წლებში ავარჯიშებდა, ხოლო 2009-2010 წლების სეზონში სკუდეტომდე ძალიან ცოტა დააკლდა. ამიტომაც, ის „რომას“ ტიფოზებს განსაკუთრებულად უყვართ. „ლესტერში“ კი სულაც დაუვიწყარი ისტორია დაწერა და გუნდს პრემიერლიგა მოაგებინა. რა გასაკვირია, რომ ამის ფონზე მას ორივე გუნდის გულშემატკივრები თბილად მიესალმნენ.

რანიერიმ „რომასა“ და „ლესტერის“ ფანების ოვაციებზე ცრემლებიც ვერ შეიკავა და პუბლიკას ფეხზე წამოუდგა.

შეგახსენებთ, „რომამ“ „ლესტერი“ 1:0 დაამარცხა და კონფერენს ლიგის ფინალში გავიდა.

0.112473