ევროპა ლიგის ფინალში ფრანკფურტის „აინტრახტი“ და გლაზგოს „რეინჯერსი“ დაუპირისპირდებიან.
„აინტრახტმა“ „ვესტ ჰემს“ ინგლისში 2:1 მოუგო და ეს უპირატესობა საკუთარ მოედანზე არათუ შეინარჩუნა, არამედ გაიმყარა. „ჩაქუჩები“ მე-17 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ და რთული სიტუაციიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. გერმანელებმა კი, პირიქით - ამით ისარგებლეს და მოიგეს. ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე რაფაელ ბორემ გაიტანა და „აინტრახტი“ ევროპა ლიგის ფინალისტი გახდა. სხვათა შორის, "აინტრახტი" ევროთასის ფინალში 42-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.
ბევრი ელოდა, რომ გერმანული ფინალი შედგებოდა, მაგრამ „ლაიფციგმა“ „რეინჯერსთან“ შინ მოპოვებული უპირატესობა (1:0) ვერ შეინარჩუნა. „აიბროქსზე“ დიდებული ატმოსფერო იყო და ჯოვანი ვან ბრონხოსტის გუნდმა ეს მუხტი იდეალურად გამოიყენა.
პირველ ტაიმში ტავერნიერმა და კამარამ გაიტანეს, რასაც 71-ე წუთზე ნკუნკუმ უპასუხა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 81-ე წუთზე ლუნდსტრამის გოლით შოტლანდიელებმა ეს თამაში 3:1, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგეს და 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ ევროპა ლიგის ფინალში.
ევროპის რანგით მეორე ტურნირის ფინალური შეხვედრა 18 მაისს, სევილიაში, „სანჩეს პისხუანზე“ გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სასიამოვნოა რომ ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან მნიშვნელოვან მოვლენებს გვაცნობთ.
ამ ზაფხულს იუჯინში მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატია და იმედია საფუძვლიანი მიმოხილვა გექნებათ.