ფეხბურთი

22:35 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, თუმცა დაზიანება სერიოზული არაა

უნგრეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის და გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ სტუმრად „კიშვარდას“ დაუპირისპირდა და 1:2 წააგო.

ზივზივაძემ მატჩის მე-19 წუთზე ტრავმა მიიღო, მაგრამ მოედანი მხოლოდ 26-ე წუთზე დატოვა და მის ნაცვლად თამაშში მატიას კატონა ჩაერთო. ტრავმის მომენტში ბუდუს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ აჯობა, შემდეგ ქართველი ფორვარდი მაკარატელა დარტყმით დამატებას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა, ცუდად დაეცა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

როგორც 28 წლის ფეხბურთელმა გვითხრა, სერიოზული არაფერია, მხოლოდ თავბრუ დაეხვა და მომდევნო ტურში, თავის ყოფილ გუნდთან, „ფეჰერვართან“ თამაშს მოახერხებს. ბუდუს „უიპეშტში“ იანვრიდან მოყოლებული 13 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

გიორგი ბერიძემ 82-ე წუთამდე ითამაშა. „უიპეშტი“ 40 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 8 მაისს, „ფეჰერვარს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112979