ფეხბურთი

21:23 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკელი შამანების წყევლა გვარდიოლას...

2018 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ პეპ გვარდიოლამ იაია ტურე გაუშვა, რამაც მაშინ ძალიან გააბრაზა კოტ დივუარელი ფეხბურთელის აგენტი დიმიტრი სელუკი.

ოთხი წინ სელუკმა განაცხადა, რომ გვარდიოლას აფრიკელი შამანები დაწყევლიდნენ და ის ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა. მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალში დაემშვიდობა, სელუკის ეს სიტყვები კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა.

„როდესაც იაიას მსგავს ჩემპიონს თავს ესხმი, მთელ კონტინენტს უტევ. ის რაც გვარდიოლამ ტურეს გაუკეთა, შეცდომა კი არა, დანაშაულია. ბუმერანგი დაბრუნდება და გაიგებთ, რა შეუძლიათ აფრიკელ შამანებს. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები: „ბენფიკა“ ბელა გუტმანის წყევლით იტანჯება, რომელიც ხელს უშლის ევროპული ფინალის მოგებაში, ხოლო გვარდიოლამ შეიძლება მიიღოს ნებისმიერი ფული ტრანსფერებისთვის, მაგრამ ის ვეღარ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, მხოლოდ შემდეგ მიხვდება შეცდომას, მე კი მართალი ვარ თუ არა, დრო დაგვანახებს“, - აღნიშნავდა სელუკი 4 წლის წინ.

აქვე გეტყვით, რომ პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ბოლოს 2011 წელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112347