საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ახალგაზრდული ნაკრები, 3 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდება.
გორში გასამართი მატჩი, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის შესახებ ინფორმაცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი, 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ქალაქ ვოლუნტარიში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს, 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა და მახვილი კუთხიდან, ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
NAKREBI.GE