ფეხბურთი

13:25 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: „ვესტ ჰემს“ და „აინტრახტს“ ფინალში გასვლის თანაბარი შანსები აქვთ“

„აინტრახტთან“ ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ, „ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოესმა ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„აინტრახტის“ შესახებ ახალი არაფერი შემიტყვია. ისედაც კარგად ვიცოდი როგორ ფეხბურთს თამაშობენ. ვფიქრობ, პირველ შეხვედრაში თანაბარი თამაში იყო და სტუმრებს ცოტა მეტად გაუმართლა.

თუმცა, მგონია, რომ საპასუხო მატჩში მინდორზე სხვა ვითარებას ვიხილავთ. ვფიქრობ, ჩვენ ისეთივე შანსი გვაქვს ფინალში გასასვლელად, როგორიც „აინტრახტს.“ - ციტირებს შოტლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

საპასუხო მატჩი დღეს, 5 მაისს გაიმართება ფრანკფურტში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

პირველ შეხვედრაში, ლონდონში, გერმანელებმა იმარჯვეს - 1:2.

0.119113