ფეხბურთი

11:48 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი: „აი, ეს ფეხბურთია!“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი ფეხბურთის ტელეექსპერტმა, გარი ლინეკერმა, „მანჩესტერ სიტი“ - „რეალის“ ნახევარფინალურ დაპირისპირებას ერთ ერთი საუკეთესო უწოდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

„ეს იყო ერთ-ერთი არაჩვეულებრივი და საუკეთესო ორრაუნდიანი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაში. „სიტი“ უკეთესი გახლდათ, მაგრამ მას არ გაუმართლა. „რეალს“ საოცრად მტკიცე ხასიათი აქვს და ყოველთვის პოულობს მდგომარეობიდან გამოსავალს. აი, ეს ფეხბურთია!“ - წერს ტვიტერში ლინეკერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118016