ფეხბურთი

2:33 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ვიცნობ "ბერნაბეუს" და 89-ე წუთზეც ვიცოდი, რომ ფინალში არ ვიყავით"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ (1:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბოლოს გაშვებული გოლები მისი გუნდისთვის მძიმე დარტყმა იყო.

„პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ, მაგრამ როდესაც ვიპოვეთ, შევძელით ჩვენებურად ათამაშება. თუმცა, 90-ე წუთზე „რეალმა“ გაიტანა, მერე მეორეც... პრობლემებს ვერ გვიქმნიდნენ, მაგრამ მათ გოლები გაიტანეს და ვულოცავ. 89-ე წუთზეც არ ვგრძნობდი თავს ფინალში, რადგან ვიცნობ „ბერნაბეუს“. გვქონდა შანსი მეორე გოლიც გაგვეტანა, თუმცა, რაც მანჩესტერში მოხდა, იგივე აქაც განმეორდა. ახლა ფინალში „ლივერპული“ და „რეალი“ არიან, ჩვენ კი რამდენიმე საშინელი დღე წინ გველოდება. აქ ბედნიერი ვარ, მართალია, ფინალში გასვლა მიზანი იყო, მაგრამ მე მაინც აქ ვარ და ვნახოთ, მომავალში რა მოხდება.

ვულოცავ „რეალს“ და ასევე „ლივერპულსაც“, ვიმედოვნებთ, რომ შესანიშნავი ფინალი იქნება. ჩვენთვის ბოლოს გაშვებული ორი გოლი მძიმე დარტყმა იყო, დამატებით დროში ვიბრძოდით თამაშში დასაბრუნებლად. მეორე ტაიმში უკეთ ვთამაშობდით, გავიტანეთ კიდეც, მაგრამ მერე ბოლო წუთები დადგა...“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგა 2011 წლის შემდეგ არ მოუგია, როცა „ბარსელონას“ მწვრთნელი იყო.

0.114125