ფეხბურთი

2:23 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევრა: "მანჩესტერ სიტის" და პსჟ-ს ფული აქვთ, მაგრამ ისტორია - არა"

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი პატრის ევრა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს გამოეხმაურა. როგორც ფრანგმა აღნიშნა, „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ფული გააჩნია, მაგრამ არ აქვს ისტორია, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ აღწევს.

„მანჩესტერ სიტი“ პსჟ-ს მაგონებს, ისინი ფულზე დაფუძნებული კლუბები არიან. ფული „რეალსაც“ აქვს, მაგრამ მის უკან ისტორიაა. მათ კი მხოლოდ ფული აქვთ და ფეხბურთელები იქ მხოლოდ ფულის გამო მიდიან. შემდეგ, შეიძლება გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, მაგრამ ფეხბურთელები „მანჩესტერ სიტიში“ მარტო იმიტომ მიდიან, რომ უფრო მეტს სთავაზობენ.

„სიტის“ ლიდერები სჭირდება, მაგრამ გვარდიოლას არ სურს გუნდში ლიდერების ყოლა. მას არ სურს მტკიცე ხასიათის ფეხბურთელები, რადგან ასე ლიდერი თვითონაა. სწორედ ამიტომ არ ჰყავთ მოედანზე ისეთი ვინმე, ვინც რთულ მომენტში გუნდს წინ გაუძღვება. გვარდიოლა ვერ ავარჯიშებს ძლიერი ხასიათის პიროვნებებს, ეს მხოლოდ „ბარსელონაში“ გააკეთა, მაგრამ ის ყოველთვის თავის გუნდს აშენებს, ისე, რომ ყველას აკონტროლებს“, - თქვა ევრამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119637