ჩოგბურთი

1:44 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი გამარჯვებით დაბრუნდა

რაფაელ ნადალი ერთთვიანი ტრავმული პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა და პირველივე შეხვედრაში გაიმარჯვა. მადრიდის ღია პირველობის მეორე წრეში, მან სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს 6-1, 7-6(4) მოუგო. რაც მთავარია, ტრავმის კვალიც არ ეტყობოდა.

ნადალმა ნეკნების ტრავმა ინდიან ველსის ფინალში, ამერიკელ ტეილორ ფრიცთან შეხვედრისას მიიღო და მას შემდეგ, თვეზე მეტი გამოტოვა. კეჩმანოვიჩთან შეხვედრის პირველივე სეტში, ის ძველებურად თამაშობდა და მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო.

კეჩმანოვიჩი კარგ სეზონს ატარებს - ინდიან ველსზე და მაიამის ღია პირველობაზე, მეოთხედფინალში ითამაშა. ორივე შემთხვევაში, მან მომავალ ჩემპიონებთან წააგო. ნადალთან შეხვედრის მეორე წრეში, მან კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები.

მეორე სეტში ჯერ ნადალმა შეძლო ბრეიკის აღება, თუმცა 5-6-ზე სერბმა საპასუხო ბრეიკს მიაღწია და საქმე ტაიბრეიკზე მიდგა. აქაც თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, ბოლოს კი ესპანელმა შეძლო უპირატესობის მოპოვება და 7-4 გაიმარჯვა.

ნადალის მომდევნო მეტოქეა ბელგიელი დავიდ გოფენი, ვინც 6-4, 6-2 მოუგო ჰოლანდიელ ბოტიკ ფან დე ცანდშულპს. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, ნადალს თავის ახალგაზრდა თანამემამულე კარლოს ალკარასთან შეხვედრის შანსი ექნება.

0.128756