ფეხბურთი

23:20 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

11 ტური და 0 ქულა: "ლოკომოტივმა" ისევ წააგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური თბილისის „ლოკომოტივისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა მოიგეს.

„ლოკომოტივი“ ძალიან სუსტად გამოიყურება და პრაქტიკულად უკვე ძალიან გაუჭირდება ეროვნულ ლიგაში დარჩენა. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ იმერლებმა იოლად, 2:0 მოიგეს, პირველი ტაიმის მიწურულსა და მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლებით - 2:0.

„სამგურალმა“ 17 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 მაისს, „თელავს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

და „ლოკომოტივი“? თბილისურ გუნდს 11 ტურში 11 წაგება აქვს, უქულოდ ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება.

„ლოკომოტივი“ – „სამგურალი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კალანდარიშვილი (39), 0:2 რუხაძე (54, პენ)

0.120387