ფეხბურთი

19:50 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

აურელიო დე ლაურენტისი ვალდებულია "ნაპოლი" ან "ბარი" გაყიდოს

აურელიო დე ლაურენტისმა „ნაპოლი“ ან „ბარი“ უნდა გაყიდოს, რადგან იტალიაში იკრძალება ერთი პირის ან მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიერ ორი კლუბის პატრონობა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

იტალიის ეროვნული ფედერალური სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ აურელიო დე ლაურენტისი და მისი შვილი ლუიჯი დე ლაურენტისი ვალდებულები არიან 2024 წლამდე მათ მფლობელობაში მყოფი ორი კლუბიდან ერთ-ერთი გაყიდონ.

დე ლაურენტისების ოჯახი „ბარის“ 2018 წლიდან ფლობს და ცნობილი იტალიური კლუბი რამდენიმე დღის წინ სერია C-დან სერია B-ში აღზევდა. იტალიური მედია წერს, რომ დე ლაურენტისი „ბარის“ გაყიდის და „ნაპოლის“ შეინარჩუნებს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ უფრო სარფიანი წინადადების შემთხვევაში ნეაპოლურ გუნდს შეელიოს.

ცოტა ხნის წინ დე ლაურენტისმა ისიც თქვა, რომ მისი მიზანია „ბარი“ სერია A-ში დააბრუნოს, რადგან ამ გუნდის ადგილი იტალიური ფეხბურთის ელიტაშია. საინტერესოა, რომ „ბარი“ გულშემატკივრების რაოდენობით იტალიაში მერვე ადგილზეა და მას დაახლოებით 1.5 მილიონი ქომაგი ჰყავს იტალიის მასშტაბით.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ სწორედ აურელიო დე ლაურენტისმა ერთი კვირის წინ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა.

0.114163