ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე არ გამორიცხავს, რომ დიეგო კოსტას გუნდში მიწვევის დროს მან შეცდომა დაუშვა.
დიეგო კოსტა წარმოშობით ბრაზილიელია და მას სამხრეთ ამერიკელთა ეროვნულ გუნდში უთამაშია კიდეც. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წინ, კოსტა ესპანეთის ნაკრებშიც მიიწვიეს და მან მშობლიურ გუნდს მსოფლიოს იმდროინდელ ჩემპიონში თამაში ამჯობინა.
დღესდღეობით, დიეგო კოსტა საკლუბო დონეზე ბრწყინავს, მაგრამ ესპანეთის ნაკრებში ჩვეული თამაშის ჩვენებას ვერაფრით ახერხებს. 26 წლის თავდამსხმელმა ნაკრებში 5-ჯერ ითამაშა და მან გოლის გატანა ჯერ ვერ მოახერხა.
“დიეგოს წინ დიდი გამოწვევა დგას. მან უნდა დაამტკიცოს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.
კოსტასთან დაკავშირებით, შესაძლოა, შეცდომა დავუშვით. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე, ფეხბურთელის მაღალ კლასში დარწმუნებული ვარ. მჯერა, რომ ის ესპანეთის ნაკრებში წარმატებით თამაშისთვის მზადაა.” – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს BBC.