ფეხბურთი

12:30 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა ფინალში სასურველი მეტოქე დაასახელა

„ლივერპულის“ ფეხბურთელ მოჰამედ სალაჰს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ თამაში სურს. ამის შესახებ ეგვიპტელმა ფეხბურთელმა „ვილიარეალთან“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გულწრფელი ვიქნები: მინდა, ფინალში „რეალთან“ ვითამაშოთ. თუ პირადად მე მკითხავთ, მირჩევნია ჩვენი მეტოქე „რეალი“ იყოს, რადგან კიევის ფინალისთვის შურისძიება გვინდა“, - თქვა სალაჰმა.

შეგახსენებთ, რომ ფინალი 28 მაისს, პარიზში გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ დღეს უმასპინძლებს, პირველი მატჩი ინგლისელებმა 4:3 მოიგეს.

0.1165