ამერიკელმა მოცურავე კეიტი ლედეცკიმ, მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პროგრამიდან, 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვა ამოიღო. აშშ-ის ნაკრების შესარჩევ ტურნირზე, მან 200, 400, 800, 1500 მეტრზე თავისუფალ სტილში გაიმრჯვა, მაგრამ თავისი პროგრამიდან მალევე ამოიღო 200 მეტრი და აქცენტი გრძელ დისტანციებზე გადაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ლედეცკი ყველა ოლიმპიადაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლებზეც უასპარეზია, ოთხივე დისტანციის გაცურვებში მონაწილეობდა. გამონაკლისი მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომელზეც 200 მეტრი ავადმყოფობის გამო გამოტოვა.
ისევე როგორც სხვა დიდ ტურნირებზე, ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზეც, 200 და 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვები თითქმის ერთდროულად ტარდება. კერძოდ, ერთ სესიაში მოყვა 200 მეტრზე ნახევარფინალი და 1500 მეტრზე ფინალი. ამდენად, ორივეზე მონაწილეობა ფიზიკურად შეუძლებელია.
ლედცკიმ 200 მეტრზე თავისუფალში, 2016 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლს დასჯერდა. მხოლოდ ბრინჯაო აიღო პან წყნარი ოკეანის 2018 წლის თამაშებზე და მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა ტოკიოს ოლიმპიადაზე. ჩამოთვლილ ტურნირებზე, 400, 800 და 1500 მეტრზე თავისუფალში, რვა ოქროს მედალს და ერთ ვერცხლს დასჯერდა.
სხვათა შორის, 200 მეტრზე თავისუფალში, მსოფლიო ჩემპიონატს ავსტრალიელი არიანე ტიტმუსიც გამოტოვებს. ის ბუდაპეშტში საერთოდ არ ჩავა და ბრიტანეთის თანამეგობრობის თამაშებისთვის მოემზადება, რომელიც წლის მეორე ნახევარში გაიმართება. ტიტმუსი 200 და 400 მეტრზე თავისუფალში, ოლიმპიური ჩემპიონია.კეიტი ლედეცკი,