მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც ხორვატმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რომელსაც მოუთმენლად ელოდებიან.
„გუნდში კარგი განწყობაა, მატჩს მოუთმენლად ველოდები. ვიცით, რას ითხოვენ ჩვენგან. გვესმის, რომ ჩვენთვის ეს იქნება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, ამიტომ მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს.
ჩვენ ყოველთვის ჩვენი ძალების რწმენით ვთამაშობთ, ძალიან ენერგიულად. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ფანებმა პირველივე წუთიდან მხარი უნდა დაგვიჭირონ, მათ ყოველთვის ძლიერი გავლენა აქვთ მატჩის მსვლელობაზე“, - თქვა მოდრიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 4 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.