„ბორნმუთისა“ და უელსის ნაკრების ფეხბურთელი დევიდ ბრუკსი სიმსივნისგან განიკურნა. ამის შესახებ განცხადება ბრუკსმა თავად გააკეთა.
„ცოტა ხნის წინ გავიკეთე კიდევ ერთი გამოკვლევა და ექიმმა ფანტასტიკური ამბავი მითხრა - დაავადება განიკურნა. დიდი სიამოვნებით გეტყვით, რომ კიბოსგან განვიკურნე. წარმოუდგენელი გრძნობაა! ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამ ხნის განმავლობაში მამხნევებდა“, - დაწერა ბრუკსმა.
შეგახსენებთ, რომ დევიდ ბრუკსს სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ოქტომბერში დაუსვეს.