ფეხბურთი

15:54 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „რეალის“ შემდეგ სავარაუდოდ პენსიაზე გავალ“

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მადრიდული კლუბიდან წასვლის შემდეგ, კარიერის დასრულებას აპირებს.

„რეალის“ შემდეგ სავარაუდოდ პენსიაზე გავალ. თუ კლუბი მოისურვებს კიდევ 10 წელიწადს ვიმუშაო, ვიმუშავებ. მაგრამ შემდეგ შვილიშვილებთან ყოფნა, მეუღლესთან ერთად მოგზაურობა მინდა.

მაგალითად, არასოდეს ვყოფილვარ ავსტრალიაში და რიო დე ჟანეიროში. უფრო ხშირად მინდა ვნახო ჩემი და. მოკლედ, უამრავი საქმეა, რომელიც პენსიამდე გადავდე.“ - ციტირებს 62 წლის იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.

0.116363