„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსმა, ჯეიმი კარაგერმა, თავისი აზრი გამოთქვა კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერში“ დაბრუნების თაობაზე.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ რონალდუ უნდა გაუშვან. მის გარეშეც უამრავი პრობლემა დაუგროვდათ. მათ შუახაზელი და ცენტრალური მცველი სჭირდებათ. მიმდინარე სეზონში ვხედავთ, როცა რონალდუ არ თამაშობს, ეს მაშინვე დიდ ისტორიად იქცევა ხოლმე.
თუკი თავდამსხმელებს იყიდით, დათანხმდებიან ისინი კრიშტიანუს შემცვლელებად ყოფნას?
როგორ ფიქრობთ, დაუძახებს „ლივერპული“ უკან ლუის სუარესს? არ მგონია. „მანჩესტერს“ ერლინგ ჰოლანდი გამოადგებოდა, მაგრამ „სიტიმ“ ის უკვე შეიგულა.
ეს ტრანსფერი მარწმუნებს, რომ „მანჩესტერი“ „პატარა კლუბს“ დაემსგავსა. იგივეა, რაც თავის დროზე რუნის „ევერტონში“ დაბრუნება.
რონალდუ იმიტომ მიიყვანეს, რომ გულშემატკივრებისთვს ხასიათი გამოეკეთებინათ.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Daily Mail.