მადრიდის „რეალის“ლეგენდარულმა მცველმა, ფერნანდო იერომ, ჟურნალისტებს „სამეფო კლუბის“ დღევანდელი ლიდერის, კარიმ ბენზემას შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.
„ბენზემა არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. გუნდში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მისი თვისებების შესახებ ყველამ კარგად ვიცით, თუმცა, გადაწყვეტილებას სხვა ადამიანები იღებენ. მე მას „ოქროს ბურთს“ მივაკუთვნებდი.“ - ციტირებს იეროს სიტყვებს El Herldo.
ბენზემას „რეალთან“ არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. ფრანგი შემტევი უკვე 11 წელია მადრიდულ კლუბში თამაშობს.