ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის 1/16 ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/32 ფინალში იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარცხა.
ნიკოლოზმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა და მეტოქეს ორ სეტში, 7:5, 6:4 აჯობა. შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ბასილაშვილმა სამი ბრეიკი შეასრულა, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი გამოდგა. მეორე სეტში კი გადამწყვეტი მეხუთე გეიმი აღმოჩნდა, რომელიც ნიკოლოზმა მეტოქის ჩაწოდებაზე მოიგო და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
ბასილაშვილმა 3 ეისი შეასრულა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ხოლო ფონინის აქტივში 1 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა იყო.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/16 ფინალში ესპანელ კარლოს ალკარასს შეხვდება.