ფეხბურთი

18:35 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: "ვეცდებით, რომ დავაქამბექოთ"

ესპანური „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ 0:2 ჩამორჩენა აღმოფხვრან და ქამბექი შეასრულონ.

„მორენომ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა, იმედია, შეძლებს თამაშს. დანჯუმას დისკომფორტი ჰქონდა და ხვალ ვნახავთ, მოახერხებს თუ არა თამაშს. ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში. მზად ვართ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ვეცდებით ქამბექს. გვინდა, რომ ამ მომენტით გულშემატკივრებთან ერთად დავტკბეთ.

0:2 ჩამორჩენით დაწყება რთულია. ვეცდებით, ისეთი სიტუაცია შევქმნათ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქამბექს მივუახლოვდეთ. სტუმრად გატანილი გოლის უპირატესი წესის გაუქმება სარგებელს მოგვიტანს. პირველ მატჩში „ლივერპულისთვის მთავარი სახლის ფაქტორი იყო, მაგრამ ჩვენ დაცვაში კარგად ვითამაშეთ და თავიდან ავიცილეთ მათთვის უფრო მეტი უპირატესობის მინიჭება“, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა 3 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.128247