ფეხბურთი

15:41 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით კიეზას გამოსყიდვის ვალდებულება ამოქმედდა

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, რის შედეგადაც ფედერიკო კიეზას გამოსყიდვის ვალდებულება ავტომატურად ამოქმედდა.

იტალიელი ფეხბურთელი „იუვეს“ 2020 წლის ოქტომბერში ორწლიანი იჯარით 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ მაშინვე ჩაიდო კონტრაქტში პუნქტი, რომლის თანახმად იჯარის მეორე წელს თუ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდა, 40 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვა სავალდებულო გახდებოდა.

ამრიგად, ზაფხულში კიეზა „ბებერი ქალბატონის“ სრულფასოვანი წევრი გახდება. 24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც შავ-თეთრი მაისურით 61 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი, იანვრიდან მოყოლებული ტრავმირებულია და მომდევნო სეზონამდე ვერ ითამაშებს.

0.124221