ფეხბურთი

13:50 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" დე იონგის გაშვება გადაწყვიტა და სოლერის დამატება სურს

„ვალენსიას“ ნახევარმცველი კარლოს სოლერი შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს. As-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელით ჟოან ლაპორტა დაინტერესებულია და შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ახლა მთავარია „ბარსელონამ“ ფრენკი დე იონგის გაყიდვა მოახერხოს, რომ სოლერისთვის გუნდში ადგილი გათავისუფლდეს. თუმცა, „ვალენსიამ“ ესპანური გაზეთის მიერ გავრცელებული ცნობა საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური განცხადებით უარყო.

„ვალენსია“ კატეგორიულად უარყოფს შეთანხმებას ან მოლაპარაკებებს „ბარსელონასთან“ კარლოს სოლერის ტრანსფერზე“, - ნათქვამია „ლოს ჩეს“ განცხადებაში.

სოლერი „ვალენსიას“ ერთ-ერთი ლიდერია, მან მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ესპანურ კლუბთან კონტრაქტი კარლოსს 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.112997