ფეხბურთი

11:43 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე "ტრაბზონსპორზე": "ამ გუნდმა საოცარ შედეგს მიაღწია, რაც ჩვენმა თაობამ ვერ შევძელით"

„ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ თავის ყოფილ კლუბს, „ტრაბზონსპორს“ თურქეთის ჩემპიონობა მიულოცა. ქართველი სპეციალისტი აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ტრაბზონსპორს“ ჩემპიონობას ვულოცავ. ძალიან მიხარია კლუბისა და ყველა გულშემატკივრის გამო. ჩვენმა თაობამ ეს ვერ შეძლო, მაგრამ ამ გუნდმა საოცარ შედეგს მიაღწია და უამრავი გულშემატკივარი გაახარა. წარმოუდგენელი სეზონი, ვამაყობ „ტრაბზონსპორით“, - დაწერა ქართველმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე „ტრაბზონში“ 1993-1997 წლებში თამაშობდა. მან თურქული კლუბის მაისურით 123 შეხვედრაში 81 გოლი გაიტანა, თურქეთის თასი და თურქეთის სუპერთასი მოიგო. 2015 წელს 4 თვის განმავლობაში არველაძე ტრაბზონელთა მთავარი მწვრთნელიც იყო.

აქვე გეტყვით, რომ „ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონი 1984 წლის შემდეგ პირველად გახდა.

0.127038