კალათბურთი

10:25 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ სტეიტმა" "მემფისი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა (+VIDEO)

„გოლდენ სტეიტმა“ „მემფისთან“ სერიაში ანგარიში გახსნა და ძალზე დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა - 117:116.

თამაშის დასრულებამდე 36 წამით ადრე კლეი ტომპსონმა სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ბედი სწორედ ამან გადაწყვიტა. დარჩენილ დროში „მემფისმა“ თავისი შეტევა ვერ გამოიყენა და ოკლენდელებმა მოიგეს.

„მემფისის“ რიგებში შესანიშნავად ითამაშა ჯა მორანტმა, რომელმაც 34 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასი მიითვალა, ხოლო ჯარენ ჯექსონმა საკუთარ გუნდს 33 ქულა და 10 მოხსნა შესძინა.

„გოლდენ სტეიტს“ ჯორდან პულიმ 31 ქულით, 8 მოხსნით და 9 პასით ულიდერა, 24 ქულა იყო სტეფ კარის ანგარიშზე, ხოლო კლეი ტომპსონმა 15 ქულა დააგროვა, თუმცა, როგორც ვთქვით, გადამწყვეტი სამქულიანი სწორედ მან ჩააგდო.

აქვე გეტყვით, რომ სერიის მეორე შეხვედრა ისევ მემფისში, 4 მაისს გაიმართება.

0.116353