სხვა

2:26 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბანიაიამ ხერესში ესპანეთის დიდი პრიზი მოიგო

„დუკატის“ იტალიელმა ფრანჩესკო ბანიაიამ მოტოგრანპრის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ხერესში, ესპანეთის დიდ პრიზზე მოიპოვა. მან უშუალო დუელში აჯობა მოქმედ ჩემპიონს, ფრანგ ფაბიო კვარტარაროს (იამაჰა), მესამე ადგილი კი „აპრილიას“ ესპანელმა ალეიქს ესპარგარომ დაიკავა.

ბანიაიამ სტარტი პოულიდან აიღო. კვალიფიკაციაზე მან ტრასის ახალი რეკორდი დააფიქსირა და სტარტზეც ყველაზე სწრაფი რეაგირება ჰქონდა. მან მთელი რბოლა პელოტონის სათავეში გაატარა და ფინიშამდე ცოტა რომ რჩებოდა, კვარტარაროს შეტევაც მოიგერია.

ესპარგარომ ცუდი სტარტი აიღო, მაგრამ რბოლა მაინც მესამემ დაასრულა. ის გამარჯვებულს თითქმის 11 წამით ჩამორჩა. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ესპანელი მარკ მარკესი (ჰონდა), ვინც რბოლის მიწურულს, ბანიაიას ავსტრალიელ თანაგუნდელჯეკ მილერის შეტევა მოიგერია.

ჩემპიონატის თანა-ლიდერი, „სუზუკის“ ესპანელი ალექს რინსი რბოლისას შეცდა და საბოლოოდ, მე-19 ადგილს დასჯერდა. ხერესის რბოლის შემდეგ, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი კვარტარარო გახდა, ვინც შვიდ ქულას უგებს ესპარგაროს. მესამე და მეოთხე ადგილები „დუკატის“ იტალიელ ენეა ბასტიანინის და რინსს უკავიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06248