NBA-ში პლეი-ოფის მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო, რომლის პირველ შეხვედრაში „ბოსტონ სელტიქსმა“ მოქმედ ჩემპიონ „მილუოკი ბაქსის“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა - 89:101.
„ბოსტონმა“ „ბრუკლინ ნეტსის“ ბარიერი დაუმარცხებლად გადალახა, თუმცა, „ბაქსისთან“ სერია ცუდად დაიწყო. მთლიანობაში „მილუოკი“ ოთხივე პერიოდში იყო და ლოგიკურად მოიგო.
საუკეთესო იანის ანტეტიკუნმპო იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 24 ქულა, 13 მოხსნა და 12 პასი, ხოლო ჯრუ ჰოლიდეიმ 25 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. „ბოსტონს“ ჯეისონ ტეიტუმმა 21 ქულით, 6 მოხსნით და 6 პასით ულიდერა. აქვე ვთქვათ, რომ სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია.
ამ გუნდების სერიის მეორე შეხვედრა 4 მაისს, ისევ ბოსტონში გაიმართება და მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ეცდებიან.