ფეხბურთი

1:07 | 1.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ 35-ედ

მადრიდის „რეალი“ 35-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. შინ „ესპანიოლთან“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, „სამეფო კლუბი“ მოწინააღმდეგეთათვის მიუღწეველი გახდა.

გარდა ამისა, მადრიდელებმა რამდენიმე რეკორდიც დაამყარეს. მაგალითად, „რეალი“ ყველაზე მეტჯერაა ქვეყნის ჩემპიონი ევროპული ტოპ ხუთი ლიგის გუნდებს შორის. აქმდე ის ამ მაჩვენებელს ტურინის „იუვენტუსთან“ იყოფდა (34), ახლა კი რეკორდსმენია.

კარლო ანჩელოტი პირველი მწვთნელი გახდა, ვინც ევროპის ტოპ ხუთივე ლიგის ჩემპიონი გამხდარა: იტალიაში - „მილანთან,“ ინგლისში - „ჩელსისთან,“ ესპანეთში - „რეალთან,“ გერმანიაში „ბაიერნთან“ და საფრანგეთში „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად.

საჩემპიონო ზეიმი სტადიონზე დაიწყო და მადრიდის ცენტარლურ ქუჩებში გაგრძელდა. უამრავი ადამიანი ხარობდა ფეხბურთელებთან ერთად. ანჩელოტიმ კი ეს თქვა: „ძალიან დიდი ემოციებია. დასახული ამოცანა შევასრულეთ. შთამბეჭდავი სეზონი გამოვიდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს გაწეული ხარისხიანი სამუშაოსთვის და სქმისადმი პროფესიონალური მიდგომისთვის.

ახლა ლაპარაკის ნაცვლად უნდა ვიზეიმოთ. ევროპის ხუთივე მთავარ ლიგაში ჩემპიონობა კი სიამაყით მავსებს. ეს ნიშნავს, რომ კარგი შედეგებისთვის მიმიღწევია.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს AS.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

34-ე ტური. 30 აპრილი

რეალი - ესპანიოლი 4:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

1:0, 2:0 როდრიგო (33, 43), 3:0 ასენსიო (55), 4:0 ბენზემა (81)

რეალი: კურტუა, მარსელო, ვალიეხო, კაზემირო (ისკო 61), ვასკესი, სებალიოსი, კამავინგა (ხილა 75), მოდრიჩი (კროოსი 60), როდრიგო (ვინისიუსი 75), ასენსიო, დიასი (ბენზემა 60)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ესპანიოლი: დიეგო ლოპესი, კაბრერა, კალერო (დავიდ ლოპესი 83), გომესი, ვიდალი, ვილენა (ვილა 65), მელენდო, დარდერი, ერერა (მერიდა 76), პუადო, დე ტომასი (ვუ ლეი 65)

მწვრთნელი: ვისენტე მორენო

მსაჯი: ხოსე მუნუერა მონტერო

გაფრთხილება: დიასი (42), კაზემირო (46)

ვალენსია - ლევანტე 1:1

ვალენსია. „მესტალია“

1:0 დურო (27), 1:1 დუარტე (81)

ვალენსია: მამარდაშვილი, პაულისტა, გაია, ალდერეტე, დიაკაბი, კორეა (გომესი 74), გილიამონი (ვასკესი 46), სოლერი (მუსა 90+3), რაჩიჩი, გედეში (ფულკიე 73), დურო (ხილი 90)

მწვრთნელი: ხოსე ბრდალასი

ლევანტე: კარდენასი, დუარტე, მირამონი (პუბილი 80), ვეზუ, (მელერო 62), სონი (სარაჩი 56), რობერი, კამპანია (სოლდადო 62), რადოია (ბარდჰი 46), მორალესი, პეპელუ, გომესი

მწვრთნელი: ალესიო ლისკი

მსაჯი: ხორხე ფიგეროა ვასკესი

გაფრთხილება: გედეში (23), ალდერეტე (38), მამარდაშვილი (70), გილიამონი (90+1) მოედანს გარეთ; რადოია (36), სონი (38), დუარტე (86)

გაძევება: გაია (31)

ბილბაო - ატლეტიკო 2:0

1:0 ერმოსო (8 საკ. კარში), 2:0 უილიამსი (56 პენ)

ალავესი - ვილიარეალი 2:1

1:0 ლაგუარდია (4), 2:0 ესკალანტე (31), 2:1 ჩუკვუეზე (47)

0.220879