ფეხბურთი

0:15 | 1.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

38-წლიანი პაუზის შემდეგ "ტრაბზონსპორი" თურქეთის ჩემპიონი გახდა

„ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონი 38-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. აბდულა ავჩის გუნდი 35-ე ტურში შინ „ანტალიასპორს“ დაუზავდა (2:2) და ეს ქულა ჩემპიონობის გასაფორმებლად სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე საკმარისი გამოდგა.

ტრაბზონელებმა 35 ტურში 77 ქულას მოუყარეს თავი და „ფენერბაჰჩეს“ 9 ქულით უსწრებენ, თუმცა, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო ჩემპიონი გახდნენ.

ბოლოს „ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონი 1984 წელს იყო და ახლა ამდენი ხნის ნანატრი ტიტული მოიპოვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ იანვარში ამ თურქულ გუნდში ირაკლი აზაროვის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

0.116515