ფეხბურთი

22:27 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პირველ წაფორხილებამდე

შაბათის სათამაშო დღე პრემიერლიგაში ტიტულის ერთ-ერთი მაძიებლის, „ლივერპულის“ მატჩით გაიხსნა. „წითლები“ „ნიუკასლს“ ესტუმრნენ და გამარჯვება კლასის ხარჯზე მოიპოვეს. ერთადერთი ბურთი ნაბი კეიტამ გაიტანა მე-19 წუთზე.

ადრეული გოლის მიუხედავად, სტუმრები აგრძელებდნენ პირველ ნომრად თამაშს, მასპინძელი „კაჭკაჭები“ კი კონტრშეტევებზე ცდილობდნენ წარმატების მიღწევას. არც სიხისტეს ერიდებოდნენ, ტრადიციულად.

ერთი გოლის გატანა მათაც მოახერხეს, როცა პირველ ტაიმში მიგელ ალმირონი დარჩა ალისონთან პირისპირ. მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს მიზეზით არ ჩათვალა.

სტუმართაგან თავის გამოჩენა შეეძლოათ დიოგო ჟოტას, ლუის დიასს, მოჰამედ სალაჰს, მაგრამ ანგარიში არაღ შეცვლილა. შედეგად, წინა ტურის არ იყოს, იურგენ კლოპის გუნდი კიდევ რამდენიმე საათს ლიდერობდა პრემიერლიგის ცხრილს.

მალევე „სიტიმ“ 0:4 მოუგი სტუმრად „ლიდსს“ და ისევ პირველ ადგილზე დადგა. მოკლედ, პირველ წაფორხილებამდე ბრძოლა გრძელდება.

ინგლისი

პრემიერლიგა

35-ე ტური. 30 აპრილი

ნიუკასლი - ლივერპული 0:1

ნიუკასლი. „სენტ-ჯეიმს პარკი“

0:1 კეიტა (19)

ნიუკასლი: დუბრავკა, თარგეტი, ბერნი, შერი (ლასელსი 61), კრაფტი (მერფი 85), გიმარაეში, შელვი, უილოკი (ვუდი 67), სენ-მაქსიმენი, ჟოელინტონი, ალმირონი

მწვრთნელი: ედი ჰაუ

ლივერპული: ალისონი, გომესი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, მილნერი (ალკანტარა 78), ჰენდერსონი (ფაბინიო 69), კეიტა, დიასი, მანე (სალაჰი 69), ჟოტა

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ჟოელინტონი (43); ჟოტა (43), გომესი (51), მანე (69)

ლიდსი - სიტი 0:4

ლიდსი. „ელანდ როუდი“

0:1 როდრი (13), 0:2 აკე (54), 0:3 ჟეზუსი (78), 0:4 ფერნანდინიო (90+3)

ლიდსი: მელიე, ეილინგი, ფირპო (გელჰარდტი 62), კლიხი, კოხი, სტრეიკი, დალასი (ჯეიმსი 45+7), ფილიპსი, ჰარისონი, რაფინია, როდრიგო (გრინვუდი 83)

მწვრთნელი: ჯესი მარში

სიტი: ედერსონი, კანსელუ, დიაში, ლაპორტი, აკე (ზინჩენკო 60), როდრი (ფერნანდინიო 83), გიუნდოგანი, ფოდენი (ბერნარდუ სილვა 80), გრილიში, სტერლინგი, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ფირპო (6); გრილიში (14), კანსელუ (68)

ასტონ ვილა - ნორვიჩი 2:0

1:0 უოტკინსი (41), 2:0 ინგზი (90+3)

ვულვერჰემპტონი - ბრაიტონი 0:3

0:1 მაკ ალისტერი (42 პენ), 0:2 ტროსარი (70), 0:3 ბისუმა (86)

საუთჰემპტონი - კრისტალ პალასი 1:2

1:0 რომეუ (9), 1:1 ეზე (60), 1:2 ზაჰა (90+2)

უოტფორდი -ბარნლი 1:2

1:0 ტარკოვსკი (8 საკ. კარში), 1:1 კორკი (83), 1:2 ბრაუნჰილი (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109305