ფეხბურთი

20:43 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ანჩელოტი უნიკალური რეკორდის ავტორი

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონია! კარლო ანჩელოტის გუნდმა ტიტული სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაინაღდა.

„სამეფო კლუბს“ „ესპანიოლთან“ შეხვედრაში ქულაც ჰყოფნიდა ტიტულის გასაფორმებლად, მაგრამ კატალონური გუნდი 4:0 გაანადგურა. პირველ ტაიმში როდრიგომ შეასრულა დუბლი, შესვენების მერე კი მარკო ასენსიომ და კარიმ ბენზემამ გაიტანეს.

„რეალს“ 81 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „სევილიას“ 17 ქულით უსწრებს, რომელიც ცხადია ვეღარ დაეწევა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კარლო ანჩელოტის რეკორდი - ის პირველი მწვრთნელი გახდა ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ყველა ტოპჩემპიონატი მოიგო მწვრთნელის რანგში - იტალიელი სპეციალისტი უკვე იტალიის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონია. საინტერესოა, რომ ანჩელოტის ხუთივე ჩემპიონატი თითოჯერ აქვს მოგებული (2004 წელს იტალიაში, 2010 წელს ინგლისში, 2013 წელს საფრანგეთში, 2017 წელს გერმანიასა და ახლა უკვე ესპანეთში). გარდა ამისა, მოგეხსენებათ, მას სამჯერ ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107662