ფეხბურთი

16:27 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ სილვამ "სოსიედადთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა“ დავიდ სილვას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი ბასკურ კლუბში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

სილვა „სოსიედადს“ 2020 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. 36 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ სილვას „სოსიედადისა“ და „მანჩესტერ სიტის“ გარდა, „ვალენსიაში“, „ეიბარსა“ და „სელტაში“ უთამაშია.

0.124066