ფეხბურთი

11:44 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის გადამწყვეტი პენალტი და "ზირა" აზერბაიჯანის თასის ფინალში გავიდა (+VIDEO)

დავით ვოლკოვის „ზირა“ აზერბაიჯანის თასის ფინალში გავიდა, გადამწყვეტი პენალტი კი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო გოლების გარეშე დასრულდა, ისევე, როგორც ამ გუნდების პირველი მატჩი და შესაბამისად, გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გაირკვა. ვოლკოვი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ბურთთან თანაგუნდელთა შორის მეოთხე მივიდა და იმ დროისთვის „ზირა“ სერიაში 3:2-ს იგებდა. დავითმა გაიტანა და პენალტების სერია დასრულდა, რადგან ანგარიში 4:2 გახადა, გუნდებს კი თითო დარტყმა ჰქონდათ დარჩენილი.

„ზირა“ აზერბაიჯანის თასის ფინალში „ყარაბაღს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „გაბალას“ ორი მატჩის ჯამში 8:1 მოუგო. ლუკა გუგეშაშვილი აგდამელთა სათადარაგო სკამზე იყო. აზერბაიჯანის თასის ფინალი 27 მაისს გაიმართება.

0.125108