ფეხბურთი

18:07 | 30.04.2022 | ნანახია 407 - ჯერ

კასანო: "ბარსელონა" ლუკაკუს თუ იყიდის, მის ერთ თამაშსაც აღარ ვუყურებ"

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ „ბარსელონას“ დაუკავშირებს. ესპანური მედიის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდიში ესპანური კლუბი ბელგიელი ფორვარდის იჯარით გადაბირებას ეცდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თუ „ბარსელონა“ ლუკაკუს დაიმატებს. კატალონიელთა თამაშს აღარ უყურებს.

„მე შეყვარებული ვარ „ბარსას“ ფილოსოფიით, მაგრამ ლუკაკუს თუ იყიდიან, მათ ერთ თამაშსაც აღარ ვუყურებ. მას არ შეუძლია 3 პასის გაკეთება „ჩელსიში“, სადაც კონკურენციაში არ არის, „ბარსელონაში“ კი კართან მისასვლელად 55 პასს აკეთებენ, ამას ლუკაკუ როგორ გააკეთებს?“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუს „ჩელსიში“ რთული სეზონი აქვს და ის მოლოდინი ვერ გაამართა, რაც მის მიმართ სეზონის წინ იყო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:30 | 30.04.2022
sul2 (1778)

სად ბარსა და სად ლუკაკუ, ჩავის ცოტა ხო არ ჩამოეძინა?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118954
სარეკლამო ადგილი - 99
X x X