ფეხბურთი

14:02 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "MLS-ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და იქ საკუთარი კლუბით დავბრუნდები"

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამერიკაში გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ის MLS-ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

40 წლის შვედმა არც ის გამორიცხა, რომ ამერიკულ ლიგაში დაბრუნდეს, ოღონდ არა რომელიმე კლუბში, არამედ საკუთარი კლუბით.

„მე ძალიან მადლიერი ვარ MLS-ის, მათ მომცეს საშუალება თავი ცოცხლად მეგრძნო. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ამ ტურნირისთვის მეტისმეტად ძლიერი ვიყავი ეს დავამტკიცე: მე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, ვისაც MLS-ში უთამაშია, ეს სიმართლეა, არავის ჰქონია ის სტატისტიკა, რაც მე მქონდა.

იქ სიამოვნება მივიღე, მომწონს მათი მუშაობა და მარკეტინგი, ტრავმის შემდეგ დაბრუნებისთვის ეს საუკეთესო გზა იყო. ვამაყობ, რომ MLS-ში ვითამაშე. წასვლამდე მითხრეს, რომ იქ ცარიელი სტადიონები იქნებოდა, მაგრამ ასე არ იყო.

დაბრუნება MLS-ში? არასდროს იცი რა მოხდება, იქნებ, ერთ დღეს დავბრუნდე კიდეც და შევახსენოთ მათ რა არის ნამდვილი ფეხბურთი, ან შესაძლოა, ჩემს კლუბთან ერთად დავბრუნდე“, - თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-ში 2018-2019 წლებში ლოს-ანჯელეს „გალაქსის“ ღირსებას იცავდა და 58 მატჩში 53 გოლის გატანა მოახერხა. 2020 წლის იანვარში ის ევროპაში დაბრუნდა და დღემდე „მილანის“ შემადგენლობაში თამაშობს.

0.162412