„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ 2 წლის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი მოგვარებული ჰქონდა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ შვედის დამატებაზე უარი თქვა და გარიგება ჩაიშალა.
აღსანიშნავია, რომ გატუზო და ზლატანი „მილანში“ თავის დროზე თანაგუნდელებიც იყვნენ, მაგრამ ჯენარომ მიიჩნია, რომ ვეტერანი ფორვარდი გუნდში არ სჭირდებოდა.
„ზლატანთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმებული გვქონდა, შეთანხმებას მივაღწიეთ. შემდეგ ანჩელოტი გავათავისუფლე და მის ადგილზე გატუზო მოვიდა. მან დამირეკა და მითხრა: „დამიჯერე, არ გვჭირდება იბრაჰიმოვიჩი“, მეც ვენდე“, - თქვა დე ლაურენტისმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში.
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა 2020 წლის ზამთარი გაიხსენა, როდესაც იბრაჰიმოვიჩი თავისუფალი აგენტი იყო. „ნაპოლიში“ ტრანსფერთან რომ ძალიან ახლოს იყო, მანამდე შვედმა ფორვარდმაც დაადასტურა, მაგრამ მისი ჩაშლის მერე მან კარიერა „მილანში“ გააგრძელა.