NBA-ს პლეი ოფის მეოთხედფინალში გასული 7 გუნდის ვინაობა ცნობილია: „მაიამი ჰიტს“, “ბოსტონ სელტიკს“, „მილუოკი ბაქსს“ და „გოლდენ სტეიტს“ – „ფილადელფია სიქსერსი“, „ფინიქს სანსი“ და „დალას მავერიკსი“ შეუერთდნენ.
დღეს გამართული 3 შეხვედრიდან ყველაზე დიდი ანგარიშით „ფილანდელფიამ“ იმარჯვა. დოკ რივერსის გუნდი "ტორონტო რეპტორსს" პირველ ტაიმში ტოლსწორად ეთამაშა, თუმცა, მესამე და მეოთხე პერიოდებში ჯერ 20, შემდეგ კი 14 ქულით აჯობა და საბოლოოდ 35-ქულიანი სხვაობით 132:97 დაამარცხა. სერია კი 4:2ზე დასრულდა.
ეს გამარჯვება დიდწილად ჯოელ ემბიდის დამსახურებაა - კამერუნელმა ცენტრმა 33 ქულით, 10 მოხსნით, 1 პასით, 2 ჩაჭრითა და 3 დაფარებით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მან 18-დან 12 ბურთი ზუსტად ისროლა. ცუდი შედეგი ჰქონდა სამქულიანებში - 28 წლის კალათბურთელმა შორი დისტანციიდან 4-ჯერ ისროლა და ვერცერთი ჩააგდო. სამაგიეროდ 18-დან 12 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო მიითვალა. +- მაჩვენებლით კი 3 თანაგუნდელს: ტაირის მაქსს (+32), ჯეიმს ჰარდენს (+38) და ტობიას ჰარისს (+29) ჩამორჩა.
ტაირისმა „ფილას“ 25 ქულა, 3 მოხსნა და 8 დაფარება მოუტანა. მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ჰარდენმაც. ამერიკელმა მცველმა ორმაგი დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე 22 ქულასთან ერთად - 6 მოხსნა და 15(!) პასი იყო. რაც შეეხება ჰარისს, მან19 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
კანადელებს ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ყველა ვარსკვლავის მცველი ფრედ ვანვლიტი აკლდათ, რომელმაც ბოლო 2 მატჩი გამოტოვა. ყველაზე შედეგიანი კი კრის ბუჩერი იყო, რომელმაც 25 ქულა და 10 მოხსნა გაახერხა. 24 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა პასკალ სიაკამს.
"ფილადელფია" "მაიამი ჰიტს" შეხვდება. ამ წყვილის პირველი მატჩი 3 მაისს გაიმართება. "ტორონტო რეპტორსი" კი 2015 წლის შემდეგ პლეი ოფის პირველი ეტაპიდან პირველად გამოვარდა. მაშინ "ვაშინგტონ ვიზარდის" წინააღმდეგ დამარცხდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მანჩესტერის დატოვება გადაწყვეტილი ამბავია. სადღაც გადავა მაინც.
ამ დონის სპორცმენი იყო და ამდონის ხე მაგრად ტეხავს. ელემენტარულია პატივი ეცი იმ კლუბს მწვრთნელს თანაგუნდელებს ვინც ფეხბურთელად გაქცია ვინც მილიონებს გიხდის. ეს უნდა გადაიყვანო სარეზერვო გუნდში და ზაფხულამდე მოედანს არ გააკარო ასეთები ამის ღირსები არიან. ამხელა კაცი ხარ უკვე მიხვდე იქნებ რომ გუნდი შენზე ვერ იქნება დამოკიდებული ვერ იქნები პირველი კაცი
მანჩესტერმა ფულემთან თამაშის წინ თქვა კრისტინაზე,დაუდგენელი მიზეზით არის ავად რის გამოც გამოტოვებს ამ თამაშსო და მართალი უთქვამთ)))დალანძღა მთელი გუნდი და მერე გაუკვირდება სკამზე ჯდომა.ბუნებრივია ზამთარში წასვლას ეცდება მაგრამ ეგ ზაფხულზეც ცდილობდა წასვლას და არავინ წაიყვანა,ასეთი დამოკიდებულების შემდეგ კი ზამთარშიც გაუჭირდება ნორმალური კლუბის პოვნა.ისე ერთი გმირობა მაინც გააკეთა,თვითონ ილაპარაკა და დის ინსტაგრამი არ გამოუყენებია)))
))))