„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ის და კილიან მბაპე ნამდვილად კლუბში რჩებიან. თუმცა, სხვა დეტალებზე არგენტინელმა სპეციალისტმა არ ისაუბრა.
„მე და მბაპე 100%-ით პსჟ-ში ვრჩებით. დღეს ასე ვგრძნობ და ეს არის, რისი თქმაც ახლა შემიძლია. სხვა ვერაფერს ვიტყვი. ეს არის ფეხბურთი და არასოდეს ვიცით, რა შეიძლება მოხდეს. მაგრამ მაქვს ვუპასუხო შეკითხვას იმის მიხედვით, თუ რას ვგრძნობ დღეს და ასე მოვიქეცი. კლუბთან ამ დროისთვის კონკრეტული მოლაპარაკებები არ ყოფილა. ჩვენ ბუნებრივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენს შორის კომუნიკაცია კარგია“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, ხოლო პოჩეტინოს 2023 წლის ზაფხულში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ ბევრი საუბარია იმის შესახებ, რომ მას სეზონის ბოლოს პარიზული კლუბიდან დაითხოვენ.