ფეხბურთი

20:33 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მინო რაიოლა გარდაიცვალა

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამჯერად დადასტურდა.

54 წლის რაიოლას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და იანვარში ოპერაცია გაიკეთა, ბოლო დროს კი მისი მდგომარეობა გაუარესდა. საბოლოოდ, იტალიური წარმოშობის ნიდერლანდელმა დაავადების დამარცხება ვერ შეძლო. რაიოლას გარდაცვალების შესახებ ცნობა ორი დღის წინაც გავრცელდა, მაგრამ შემდეგ არ დადასტურდა. ამჯერად, ცნობილი საფეხბურთო აგენტის გარდაცვალება დადასტურებულია.

მინო რაიოლა საფეხბურთო სამყაროში ჟორჟე მენდეშთან ერთად ყველაზე წარმატებული აგენტი იყო. მასთან არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი თანამშრომლობდა, ამჟამად კი ისეთი ფეხბურთელების აგენტი იყო, როგორებიც პოლ პოგბა, ჯანლუიჯი დონარუმა, მატიას დე ლიხტი, ერლინგ ჰოლანდი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111855