ფეხბურთი

18:05 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"კამპ ნოუზე" რეკონსტრუქცია იწყება, "ბარსელონა" დროებით "ესპანიოლის" ყოფილ სტადიონზე ითამაშებს

კატალონიის „ბარსელონა“ „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციას იწყებს. როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაოები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ივნისში დაწყება.

მომდევნო სეზონს „ბარსელონა“ ისევ „კამპ ნოუზე“ ითამაშებს რეკონსტრუქციის პარალელურად, მაგრამ 2023 წელს ტრიბუნების მესამე იარუსის დანგრევა და ახლის აშენება იგეგმება, რის გამოც 2023-2024 წლების სეზონს „ბლაუგრანა“ ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე, „მონტჟუიკზე“ ჩაატარებს, სადაც თავის დროზე „ესპანიოლი“ თამაშობდა.

„ბარსა“ „კამპ ნოუზე“ 2024 წელს დაბრუნდება, თუმცა, რეკონსტრუქციის სრული დასრულება 2025-2026 წლების სეზონისთვისაა მოსალოდნელი. 2024-2025 წლების სეზონში „კამპ ნოუზე“ მაყურებელთა მხოლოდ 50% დაიშვება.

აქვე გეტყვით, რომ „კამპ ნოუ“ ამ დროისთვის 99 000 ადამიანს იტევს, რეკონსტრუქციის შემდეგ კი მისი ტევადობა გაიზრდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116293