ფეხბურთი

13:49 | 28.04.2022 | ნანახია 5731 - ჯერ

სამპაოლი: „შესაძლებლობების ზღვარზე თამაში მოგვიწევს“

„ფეიენოორდთან“ კონფერენს ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ, „მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე სამპაოლიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ფეიენოორდის“ თამაში წილისყრის შემდეგვე გავაანალიზეთ. ძალიან მოქნილი გუნდია. სწრაფად თამაშობს კონტრშეტევებზე. თავდამსხმელებიც კარგი ჰყავთ. ველი, რომ მატჩი მაღალ ტემპში ჩაივლის, რაც კარგ ფიზიკურ მზადყოფნას მოითხოვს. შესაძლებლობების ზღვარზე თამაში მოგვიწევს.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ფეიენოორდ“ – „მარსელის“ შეხვდრა დღეს, 28 აპრილს გაიმართება როტერდამში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:38 | 11.08.2024
alfadhirhaiti (7530)

ჯანმრთელობაზე მეფიქრება, ნეტა რამდენად კომპეტენტური ექიმ(ებ)ი ჰყავთ შტაბში?! ისედაც 3 ძალოსანით მივიღეთ მონაწილეობა ჩვენდა საგანგაშოდ და აქედან ლაშას ჩათვლით სამივეს ტრავმა ჰქონდა.

01:30 | 11.08.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

ნეტა თუ მოისურვებს კიდევ ოთხი წლით სპორტში დარჩენას რომ მეოთხე ოლიმპიური ოქროთი უპირობოდ ყველა დროის საუკეთესო ძალოსანი გახდეს.
ეს ნამდვილად სამოტივაციო მომენტია მისთვის, მთავარია ჯანმრთელობა.

0.072972
5731