ფეხბურთი

11:52 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი „ვილიარეალთან“ მატჩზე: „ერთადერთი გამოსავალი მოცდა იყო“

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ვილიარეალთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0), „ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ლივერპულმა“ კარგად ითამაშა. „ვილიარეალი“ კი შესანიშნავი გუნდია, სტუმრად რთული შეხვედრა გველის. „ენფილდზე“ მეტოქე კომპაქტურად და საიმედოდ იცავდა თავს. ერთადერთი გამოსავალი მოცდა იყო. მაგრამ ბოლოს მაინც ვიპოვეთ ნაპრალები მათ უკანა ხაზში.“ - ციტირებს ნიდერლანდელი ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sports.

„ვილიარეალისა“ და „ლივერპულის“ საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა 3 მაისს გაიმართება ვილიარეალში.

0.114954