„მანჩესტერ სიტისა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, სერხიო აგუერომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე სეზონში „ოქროს ბურთს“ ყველაზე მეტად მადრიდის „რეალის“ ფრანგი შემტევი, კარიმ ბენზემა იმსახურებს.
„ვფიქრობ „ოქროს ბურთს“ ბენზემა იმსახურებს. ასეთი მაჩვენებლები ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ჰქონდათ.“ - ციტირებს აგუეროს სიტყვებს ESPN Futbol Argentina.
მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ბენზემამ 41 მატჩი გამართა, 41 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
34 წლის თავდამსხმელი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიცაა 26 გოლით. ჩემპიონთა ლიგის 10 შეხვედრაში კი 14-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეეგთა კარი.