ფეხბურთი

10:51 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ ოლმო: „რეინჯერსთან“ მატჩი ევროპა ლიგის ნახევარფინალის ღირსია“

„რეინჯერსთან“ პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ, „ლაიპციგის“ ნახევარმცველმა, დანიელ ოლმომ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„რეინჯერსი“ კარგი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით. მათ გულშემატკივრებიც არაჩვეულებრივი ჰყავთ. გლაზგო დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქოა. მათთვის ფეხბურთი ძალიან მნიშვნელივანია და ასეთ ატმოსფეროში თამაში რთული იქნება. თუმცა ვიტყვი, რომ „რეინჯერსთან“ მატჩი ევროპა ლიგის ნახევარფინალის ღირსია.“- ციტირებს ოლმოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ლაიპციგი“ – „რეინჯერსის“ შეხვედრა დღეს, 28 აპრილს გაიმართება ლაიპციგში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.120462