ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ბილბაოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 79:87 დამარცხდა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც კანარიელებმა 10 ქულით წააგეს.
შერმადინი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 20:32 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მან 5-დან 5 ორქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა.
„ბილბაოს“ რიგებში საოცარი თამაში ჩაატარა ანხელ დელგადომ, რომელმაც 27 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, რითაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 44-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.
„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 19 მოგებით და 12 წაგებით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს, შინ „მანრესასთან“ გამართავს.