ჩოგბურთი

23:01 | 27.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკი ტრავმის გამო მადრიდის ტურნირს ტოვებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პოლონელი იგა სვიატეკი მადრიდის ღია პირველობაზე არ ითამაშებს. ამის მიზეზი არის მკლავის ტრავმაა, რომელიც ვარჯიშის დროს გაურთულდა.

„დროა, ჩემს დაშავებულ მკლავს მივხედო. ის მიამის ღია პირველობის შემდეგ მაწუხებს. გადატვირთული გრაფიკის გამო, მისი მკურნალობისთვის დრო აღარ მრჩებოდა. მაგრამ ახლა პაუზა მჭირდება, რათა ტრავმას სათანადოდ მივხედო“, - განაცხადა 20 წლის სვიატეკმა, ვისაც ამ სეზონში, ზედიზედ 23 თამაში აქვს მოგებული და ზედიზედ ოთხი ტურნირის ტიტული მოიპოვა.

პოლონლი ჩოგბურთელი ჯერ დოჰას (ყატარი) ჩემპიონი გახდა, შემდეგ ინდიან ველსი და მიამის ღია პირველობა მოიგო და ახლახანს შტუტგარტში „პორშეს“ ტურნირის ჩემპიონიც გახდა.

„ჩემს სხეულს დასვენება სჭირდება. ცოტას დავისვენებ და მერე რომსა და პარიზში ვითამაშებ. იმედია, ამას შევძლებ. რაც შეეხება მადრიდს, აქ მომავალ წლებში ბევრჯერ ვითამაშებ“, - ამბობს სვიატეკი.

0.114283