ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო კუკიმ, რომელიც ტელერადიოკომპანია Rai-ზე წლების განმავლობაში მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, ფეხბურთელს არ იცნობს, მაგრამ მისთვის გასაგებია, რატომ გადაწყვიტა „ნაპოლიმ“ ქართველი შემტევის შეძენა.
„დარწმუნებული ვარ, ინსინიეს შემცვლელად კვარაცხელია შეიძლება იყოს გამოსავალი. ფეხბურთში ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე სწორია სკაუტინგის მხრივ მუშაობა. მართალი გითხრათ, კვარაცხელიას თამაში არ მინახავს, მაგრამ ჩემთვის გასაგები ნაბიჯია ასეთ ფეხბურთელებზე ფოკუსირება“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ქართველი ფეხბურთელი იტალიაში ზაფხულში გადაბარგდება და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.