ფეხბურთი

22:30 | 27.04.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ევრა: "ბავშვობაში ნარკოტიკებს ვყიდდი და მოწყალებას ვითხოვდი"

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, 13 წლის იყო, როცა ნარკოტიკებს ყიდდა და მოწყალებას ითხოვდა.

„ფეხბურთის თამაშამდე სამ რაღაცას ვაკეთებდი - ნარკოტიკებს ვყიდდი, მაღაზიების წინ მოწყალებას ვითხოვდი და ტელევიზორების მაღაზიაში ვმუშაობდი. ამ სამი საქმიდან, მხოლოდ ერთი არ შეესაბამება სიმართლეს - ტელევიზორი არასდროს გამიყიდია. 13 წლის ვიყავი, მაღაზიების წინ მოწყალების თხოვნა ჩემთვის ნორმალური იყო. ხანდახან შუაღამისას ცივ ბიგ-მაკებს ნაგვის ურნიდან ვიღებდი და ვჭამდი. ფეხბურთმა გადამარჩინა.

როცა მამამ დაგვტოვა, სრული ქაოსი დაიწყო. 17 წლის ვიყავი იტალიაში რომ ჩავედი. მახსოვს ცხელი საჭმელი მომიტანეს და სპორტული ტანსაცმელი მაჩუქეს. დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ სამოთხეში ვიყავი. 13 წლის ასაკში სექსუალურმა ძალადობამ ჩემს ცხოვრებაზე მძიმე გავლენა მოახდინა. საკუთარი თავის მრცხვენოდა, ამ დროს არავის ენდობი“, - თქვა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ პატრის ევრა იტალიაში 1999 წელს მოხვდა, როდესაც „მონცაში“ თამაშობდა. მან შემდეგ „ნიცაში“, „მონაკოში“, „მანჩესტერში“, „იუვენტუსში“, „მარსელსა“ და „ვესტ ჰემში“ ითამაშა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:51 | 15.09.2018
Tsikura (85)

პრინტეზისი დიდი დანაკლისია ძალიან

14:04 | 15.09.2018
vaxo22 (759)

უკრაინამ გუშინ ესპანეთს მოუგო და არ არის წარმოუდგენელი საოცრება რომ ჩვენ ბერძნებს მოვუგოთ მითუმეტეს შარშან საბერძნეთშივე მოვუგეთ აკროპოლისის თასზე

10:26 | 15.09.2018
Buratino (3505)

ეს ნიუსი მესიამოვნა, თუმცა გაზრდილ შანსს გამოყენება უნდა. ისე კი, საბერძნეთუ მაინც ფავორიტად რჩება ამ თამაშში

09:15 | 15.09.2018
DoncicMavs (34)

ძალიან კარგია. მოგების საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს

07:44 | 15.09.2018
iceman (2988)

კაროჩე ყველა თამაში თუ მოვიგეთ არც თუ ისე ცუდი შანსია გასვლია მაგრამ ყველა თამაშის მოგებაა ფანტასტიკის სფერო

01:06 | 15.09.2018
BEERTRANCE (97819)

ცუდი ამბავი არაა, მარა მაინც ფავორიტები არიან.

08:59 | 15.09.2018
sabonis (9584)

რა თქმა უნდა, მარა აქ ორი ვარიანტი მგონია ან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ამ თამაშის შედეგს, ან წინასწარ დარწმუნებულები არიან მიუხედავათ დანაკლისისა მაინც მოიგებენ, უფრო ალბათ მეორეა და ასე წინასწარ მოგებაში დარწმუნებული გუნდი ხშირა დასჯილა და ვნახოთ რა იქნება.

10:22 | 15.09.2018
BEERTRANCE (97819)

ჰო ეგრეა და იქნებ ზედმეტმა თავდაჯერებამ ავნოს ელადელებს

00:40 | 15.09.2018
sabonis (9584)

არაა ცუდი ამბავი.

0.072877